Newsweek-ის სტატია: დაპატიმრებული სააკაშვილი დასავლეთს მოქმედებისკენ მოუწოდებს

“პუტინის “შურისძიება”: საქართველოს დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტი დასავლეთს მოქმედებისკენ მოუწოდებს”, – ამ სახელწოდებით აქვეყნებს ვრცელ სტატიას გამოცემა Newsweek, რომელიც მათ შორის ს ინტერვიუს მოიცავს.
სტატიაში მიმოხილულია საქართველოში რუსული კანონის წინააღდეგ მასშტაბური გამოსვლები და კანონის მოწინააღმდეგეების მოსაზრებები, რომ ეს კანონი ქვეყანას რუსეთთან აახლოვებს და დასავლეთს – აშორებს. სააკაშვილი ინტერვიუში ამბობს, რომ ამ კანონით კრემლი ყველანაირ სარგებელს მიიღებს, ქვეყნის იზოლაცია მოხდება და ის “ს წყალობაზე” დარჩება.
სტატიაში განხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ექსპრეზიდენი ამბობს, რომ ქართული ოცნება მას სამარტოო საკანში გადაყვანით ემუქრება.
“ხელისუფლებამ გააორმაგა ჩემზე პროპაგანდისტული თავდასხმები და ასევე [მემუქრება] რომ გადამიყვანეს სამარტოო საკანში, სადაც ორ წელზე მეტი ხნის წინ მომწამლეს და ზოგადად, სასტიკად მომექცნენ”, – ამბობს ის.
სააკაშვილი ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთს ვარდების რევოლუციის გამო საქართველოზე შურისძიება სურს.
“მასობრივი პროტესტის პროვოცირებით და შემდეგ მისი ჩახშობით მათ სურთ აჩვენონ, რომ რუსეთის სამეზობლოში მშვიდობიანი, დემოკრატიული რყევები აღარ არის შესაძლებელი”, – თქვა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმითვე, საქართველოს იზოლირებით რუსეთი შეძლებს, გადაკეტოს ალტერნატიული ენერგეტიკული დერეფანი ცენტრალური აზიიდან და აზერბაიჯანიდან ევროპისკენ. ასევე, შეაჩერებს სომხეთის დაშორებას რუსეთისგან და დასავლებისკენ დაახლოების პროცესს.
სააკაშვილი მოუწოდებს დასავლეთს, რომ “გაიღვიძოს”. მისი თქმით, დასავლეთი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უგულებელყოფდა გამაფრთხილებელ ნიშნებს.
“ივანიშვილმა და მოსკოვმა ეს სისუსტის ნიშნად აღიქვეს. სასწრაფოდ არის საჭირო დაუყოვნებელი და მიზანმიმართული სანქციები ივანიშვილზე და მის თანამოაზრეებზე.
ჩვენ გვაქვს მოლდოვას მაგალითი, სადაც -ის მიერ ადგილობრივი ოლიგარქის, პლახატნიუკის სანქცირებამ მთლიანად შეცვალა მოლდოვას პოლიტიკური ლანდშაფტი და მოიყვანა პროევროპული ძალები ხელისუფლებაში”, – ამბობს სააკაშვილი.
სააკაშვილი საუბრობს ივანიშვილზე და ამბობს, რომ ის ახალ თაობას ღიად უპირისპირდება.
“ივანიშვილი ღიად დაუპირისპირდა ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბებულ თაობას, რომელიც გაიზარდა თავისუფლების პირობებში. და ზოგადად [ის წავიდა] ქართველების გენეტიკური კოდის წინააღმდეგ, რომლებიც ყოველთვის ცდილობდნენ დასავლეთთან შეერთებას”, – აცხადებს სააკაშვილი.
სააკაშვილის თქმით, ახლა ყურადღება არჩევნებისკენ უნდა მიემართოს და უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი არჩევნების ჩატარება, დასავლეთის სანქციები კი “მხარდაჭერის ძალიან მძლავრი სიგნალი იქნება”.
“დასავლეთის სანქციები ახლა მხარდაჭერის ძალიან მძლავრ სიგნალს გაუგზავნის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და კიდევ უფრო გააძლიერებს საპროტესტო აქციებს.
ოლიგარქის ძალაუფლება გაქრება არჩევნებზე, თუ ჩვენ შევქმნით სათანადო წინაპირობებს, რათა თავიდან ავიცილოთ მასობრივი გაყალბება. ფაქტობრივად, წინა სამი არჩევნები მაინც მოიპარეს დასავლეთის სხვაგან ყურებითა და პროტესტის ჩახშობით.
ამჯერად პროტესტის მასშტაბები გაცილებით დიდია და იმედია, დასავლეთის რეაქცია უფრო მეტად იქნება მხარდამჭერი ქართული დემოკრატიისთვის. ჯერჯერობით ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის და ზეწოლა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს”, – თქვა სააკაშვილმა.