Netflix-ისა და ჰოლივუდის ორიგინალი კოსტუმები ხელოვნების სასახლეში გამოიფინება

პირველად საქართველოში ქართველ დამთვალიერებელს Netflix-ისა და ჰოლივუდის ორიგინალი კოსტუმების ნახვის საშუალება ექნება: „დედოფალი შარლოტა“, „ემა“, „ოსკარი და ლუსინდა“, „ნევარლენდის პოვნა“, „ანა კარენინა“ ამ და სხვა ფილმების ბრწყინვალე კოსტუმებს ხელოვნების სასახლის 2 დარბაზში გამოფენენ.23 მაისს, 18:00 საათზე, მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანება და გალერეა „ლევილი 1918“ საქართველოს ხელოვნების სასახლეში წარმოგიდგენთ გამორჩეულ გამოფენას — „ლეგენდარული კინო კოსტუმები“, სადაც დამთვალიერებლები იხილავენ Netflix-ის ფილმების პერსონაჟთა ორიგინალურ კოსტიუმებსა და იულია სოროკინას მიერ შექმნილ ექსკლუზიურ ნიღბებს.პირველად საქართველოში ჩამოვიდა Netflix-ის სამუზეუმო მნიშვნელობის კოსტიუმების კოლექცია, რომელიც მაყურებლისთვის კარგად ნაცნობ გმირებს ახალ, რეალურ სივრცეში აცოცხლებს. ექსპოზიციას ამდიდრებს იულია სოროკინას ავტორობით შექმნილი ნიღბები, რომლებიც გამოირჩევა მაღალი მხატვრული ხარისხითა და დეტალიზაციით.გამოფენა ვიზიტორებს სთავაზობს კინოსა და თანამედროვე ხელოვნების შერწყმის უნიკალურ გამოცდილებას — შესაძლებლობას, ახლოდან იხილონ კოსტიუმები, დააკვირდნენ მათ დეტალებს და შეიგრძნონ იმ სამყაროს ესთეტიკა, რომელიც ეკრანისთვის იქმნება.დასწრება თავისუფალია!

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გიგაშვილი: ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებს! ძალიან დიდი ბოდიში აქციებს, რომ იქ არ ვდგავართ! იმედი მაქვს, რომ რაღაც დროს მივხვდებით რა კარგია ერთიანობა ყველაფერში და არა მხოლოდ გუშინ!

თამარ გოგელიძე: უდიდესი რისკი და ბეწვის ხიდია, დაიწყო ფალიაშვილით, გააგრძელო კეჭაყმაძე-იეთიმ გურჯით და დაასრულო შალახოთი ისე, რომ მოცარტის მოსმენის შეგრძნებასავით უსმენდე, ეს დღეს უკვე მაღალ ხელოვნებაზე კიდევ უფრო მაღლა დგას (ვიდეო)