Nestle წონაში დაკლების მსურველებისთვის, გაყინული საკვების ბრენდის გამოშვებას გეგმავს

Nestle წონაში დაკლების მსურველებისთვის, გაყინული საკვების ბრენდის – Vital Pursuit გამოშვებას გეგმავს. ეს მიმართული იქნება მომხმარებელთა მზარდი ბაზრისთვის, რომლებიც იყენებენ GLP-1 წამლებს, როგორიცაა Ozempic და Wegovy. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.
როგორც სტატიიდან ირკვევა, ჯანდაცვის პოლიტიკის კვლევის ორგანიზაციის KFF-ის ბოლო გამოკითხვით, შეერთებულ შტატებში დაახლოებით ყოველი მერვე ზრდასრული ადამიანი GLP-1 წამალს იყენებს.
ჩრდილოეთ ამერიკის Nestle-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ადამიანები, რომლებიც იყენებენ ამ პრეპარატებს, უნდა მოიხმარონ გარკვეული საკვები ნივთიერებები და იკვებონ ჯანსაღად, რის ხელშესაწყობადაც იქმნება აღნიშნული ბრენდი და მის ქვეშ გაერთიანებული პროდუქცია.
მოსალოდნელია, რომ Vital Pursuit-ის პროდუქცია, რომელიც ამჟამად 12 სახეობას მოიცავს, წლის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი.

ასევე დაგაინტერესებთ