NDI – „ქართული ოცნების“ ყოველი მესამე და ოპოზიციის ყოველი მეხუთე მხარდამჭერი რუსეთთან ახლო ეკონომიკურ თანამშრომლობას ემხრობა

„ქართული ოცნების“ ყოველი მესამე და ოპოზიციის ყოველი მეხუთე მხარდამჭერი რუსეთთან ახლო ეკონომიკურ თანამშრომლობას ემხრობა – ევროკავშირთან და -თან თანამშრომლობის სურვილი ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის შედარებით მაღალია,- ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგებშია აღნიშნული.
კვლევის თანახმადვე, უმრავლესობის აზრით, ევროკავშირი და აშშ საქართველოს მთავარი პოლიტიკური პარტნიორები უნდა იყვნენ.
გარდა ამისა, ევროკავშირთან პარტნიორობას ყველაზე მაღალი მხარდაჭერა თბილისში აქვს, ხოლო ყველაზე დაბალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში.
კვლევის შედეგებით, ეთნიკური უმცირესობები უფრო მეტად უჭერენ მხარს მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას რუსეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2022 წლის მერე, ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის სურვილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, ევროკავშირი და აშშ ყველაზე სასურველი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორები არიან.