NDI-ის სადამკვირვებლო მისია ოცნების, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წევრებს შეხვდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2024 წლის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დღეს ქართული ოცნების, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შავი ფულის არსებობა არჩევნებზე, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, მიტაცებული ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია – ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რაზეც ოპოზიციამ დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა მ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობა იყო.
“არ შეიძლება 800 000 ადამიანს, რომელიც ფაქტობრივად გააგდო ქვეყნიდან ქართულმა ოცნებამ, იმიტომ რომ სამუშაო ადგილები არ აქვთ, არ შეიძლება ამ ადამიანებს არ ჰქონდეთ ხმის მიცემის უფლება. ერთადერთ რამეს აკეთებენ, რომ უნდათ, ისევ აგრესიული რიტორიკისკენ გადაგვიყვანონ. ჩვენ პარტნიორებს ვეუბნებით, რომ არ ვაპირებთ აგრესიაში, დაპირისპირებასა და ლანძღვაში ავყვეთ ქართულ ოცნებას”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე დაისვა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს გათავისუფლების საკითხიც.
“სააკაშვილის საკითხი დაისვა ამ შეხვედრაზეც და ისმება ყველა შეხვედრაზე, როდესაც საქმე ეხება საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, იმიტომ რომ ბუნებრივია, რომ ქვეყანაში, სადაც არის პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური რეპრესია და ძალადობა, არიან პოლიტიკური პატიმრები, საუბარი რაიმე დემოკრატიულ სტანდარტზე ვერ იქნება”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.