“NDI-ის ბოლო კვლევა საერთოდ გადავხიოთ და გადავაგდოთ” – რა პრეტენზიები აქვს გიორგი ვაშაძეს ორგანიზაციასთან

პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი NDI-ს წინააღმდეგ. “NDI-ის ბოლო კვლევა საერთოდ გადავხიოთ და გადავაგდოთ, რადგან პოლიტიკურ ნაწილში ეს სისულელეა,”- ეს განცხადება გიორგი ვაშაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გააკეთა. ვაშაძე მიიჩნევს, რომ კვლევა არასწორადაა ჩატარებული და NDI-სგან ახსნა-განმარტებას ითხოვს.
“შეგიძლიათ ამოიღოთ ჩემი ყველა განცხადება – ამ კონკრეტულ კვლევაზე ყოველთვის ამ პოზიციაზე ვიყავი. ძალიან კარგი იქნება NDI-სთან მიხვიდეთ და დაუსვათ კითხვა, ყველა სოციოლოგი რომ ამბობს, რომ პოლიტიკურ ნაწილში არასწორად არის კვლევა ჩატარებული, რატომ აკეთებენ ასე?! სოციოლოგია ხომ ბჭობის მეცნიერება არ არის. რაც შეეხება რეალურ სურათს – “ქართული ოცნება” დამარცხდება,”- აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს