NDI – გამოკითხულთა 44% პარლამენტის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 34% – ცუდად, 13% ამბობს, რომ პარლამენტი კარგად მუშაობს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა პარლამენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს.
კერძოდ, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით პარლამენტის საქმიანობას, რესპონდენტების 44% ამბობს, რომ საშუალოდ. საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას ცუდს უწოდებს 34%; 13% ამბობს, რომ პარლამენტი კარგად მუშაობს; 8%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, 1% კი პასუხზე უარს ამბობს.
კვლევის თანახმად, აღნიშნული სტატისტიკის სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით განაწილება აჩვენებს, რომ თბილისელები, ახალგაზრდები, კაცები, ოპოზიციის მხარდამჭერები პარლამენტს შედარებით უფრო კრიტიკულად აფასებენ. კვლევის თანახმადვე, ოპოზიციის თითქმის ნახევარი და გადაუწყვეტელთა უმრავლესობა პარლამენტის საქმიანობას კარგად ან საშუალოდ აფასებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი როსტომაშვილი: მე რომ ვუყურებ ჟურნალისტებს, რატომ არ აშუქებთ იმას, რომ ეს კერძო საკუთრებაა? მესაკუთრეების თანხმობის გარეშე, იქ სამუშაოებს ვერც მერია და ვერც ინვესტორი ვერ აწარმოებს