NATO უკრაინას მილიონ დრონს გადასცემს – სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა შეხვედრაზე თქვა, რომ უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემა გადაწყვიტეს.
“NATO-ს წევრთა ჯგუფმა უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემა დაისახა მიზნად”. – თქვა სტოლტენბერგმა.
მხარეები გადაწყვეტილებაზე ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმდნენ, თავდაპირველად რამშტაინის ფორმატში და შემდეგ -NATO-ს საბჭოს ფორმატში.
“უკანასკნელ დღეებში, მოკავშირეების მხრიდან უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით ახალი ვალდებულებები ვიხილეთ”. – თქვა გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ NATO უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების ერთადერთი წყაროა. ამასთან, მისი თქმით, სამხედრო დახმარებაში მოწინავე როლს არა , არამედ ევროკავშირის ქვეყნები ასრულებენ.
“ერთიანობაში, NATO-ს წევრები სამხედრო დახმარების დაახლოებით 99%-ს უზრუნველყოფენ”. – თქვა სტოლტენბერგმა.