NATO-ს საიუბილეო სამიტი მნიშვნელოვანი პლატფორმაა იმისთვის, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებული ის ყალბი ნარატივი გაიფანტოს, რაც ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს საქართველოს შესახებ

NATO-ს საიუბილეო სამიტი მნიშვნელოვანი პლატფორმაა იმისთვის, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებული ის ყალბი ნარატივი გაიფანტოს, რაც ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს საქართველოს შესახებ
„NATO-ს საიუბილეო სამიტში საქართველოს მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მზაობასა და სურვილს, რომ ამ ორგანიზაციაში გავწევრიანდეთ.“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, NATO-ს საიუბილეო სამიტი მნიშვნელოვანი პლატფორმაა იმისთვის, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებული ის ყალბი ნარატივი გაიფანტოს, რაც ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს საქართველოს შესახებ.
„ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა იმისთვის, რომ სამიტის ფარგლებში საქართველომ უკეთესად გაავრცელოს პარტნიორებისთვის ის ინფორმაცია, რაც ქვეყანაში არსებობს დემოკრატიის განვითარებისა თუ საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შესახებ. ეს დაეხმარება რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებული იმ ყალბი ნარატივის გაფანტვასაც, რაც, ზოგადად, ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს საქართველოს შესახებ.“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
Previous: 26 ოქტომბერს დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ხოლო 2025 წელი უნდა იყოს ლიბერალური ფაშიზმისგან ქართული საზოგადოების ქართული სახელმწიფოს, ქართული პოლიტიკის სრულად გათავისუფლების წელიწადი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც