NATO-ს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს 18 მარტს ეწვევა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს 18 მარტს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია NATO-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ინფორმაციის თანახმად, სტოლტენბერგი საქართველოში 18 მარტს, ბაქოდან გამოფრინდება.

დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი სა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

გასაჯაროებული განრიგის მიხედვით, 17-დან 19 მარტამდე პერიოდში სტოლტენბერგს ვიზიტები ასევე დაგეგმილი აქვს სომხეთსა და აზერბაიჯანში.