NATO-ს გენერალურ მდივნად ნიდერლანდების პრემიერმინისტრი, მარკ რუტე აირჩიეს

ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ NATO-ს გენერალურ მდივნად ნიდერლანდების პრემიერმინისტრი, მარკ რუტე აირჩია.
მარკ რუტე ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგს შეცვლის.
რუტე NATO-ს გენერალური მდივნის უფლებამოსილების შესრულებას 1-ლი ოქტომბრიდან, სტოლტენბერგის ვადის ამოწურვის შემდეგ შეუდგება.
იენს სტოლტენბერგი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობას ათი წლის განმავლობაში იკავებდა.
მარკ რუტე კი ნიდერლანდების პრემიერმინისტრის პოსტს 2010 წლიდან იკავებს.