“NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნები განიხილავენ უკრაინაში ჯარების გაგზავნას” – სლოვაკეთის პრემიერი

26 თებერვალს, პარიზში უკრაინსი ომთან დაკავშირებულ კონფერენციამდე ს პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ თქვა, რომ NATO-სა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ში ჯარისკაცების გაგზავნას განიხილავს.
პრორუსული განწყობებით ცნობილი ფიცოს თქმით, ამაზე საუბარია “აკრძალულ დოკუმენტში”, რომლის განხილვასაც პარიზის კონფერენციაზე აპირებდნენ. მისი თქმით, დოკუმენტში აღწერილი საკითხები “შემაძრწუნებელია”.
“NATO-სა და ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა განიხილავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას ორმხრივ საფუძველზე… არ შემიძლია ვთქვა, რა მიზნით წავლენ და იქ რას გააკეთებენ.” – თქვა ფიცომ.
უკვე პარიზის კონფერენციაზე კი, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დაადასტურა, რომ უკრაინაში დასავლელი სამხედროების გაგზავნას განიხილავდნენ, რაზეც საუბარი, მისი თქმით, “ძალიან თავისუფლად და პირდაპირ” მიმდინარეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თედო აბრამოვის დედა – სისტემის ყველა პატიმარი დროულად გათავისუფლებულიყოს, ყველა დედას ვუსურვებ იმ აფექტში ყოფნას, რასაც მე განვიცდი, მალე ჩაეხუტებინოთ თავიანთი შვილები – ვუსურვებ მათ, სიმართლე აღდგეს