NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოდის ინიციატივით, რომ უკრაინის დასახმარებლად მოკავშირეებმა რეზერვი შექმნან, რათა მომავალი ხუთი წლის განმავლობაში უკრაინას $100 მილიარდით დაეხმარონ.
სტოლტენბერგის წინადადებაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ეს პროცესი ივლისში NATO-ს ლიდერების შეკრებამდე არ დასრულდება. ამ ინიციატივას ალიანსის წევრი 32 სახელმწიფოს მხარდაჭერა დასჭირდება.
ამასთანავე, დახმარების პაკეტის ფარგლებში შესაძლოა, ე.წ. “რამშტაინის ფორმატის” ხელმძღვანელობა აშშ-ს ნაცვლად NATO-მ საკუთარ თავზე აიღოს, რა შემთხვევაშიც ფორმატს ევროპაში NATO-ს ძალების მეთაური ჩაუდგება სათავეში.
გამოცემა Politico-ს ორმა დიპლომატმა განუცხადა, რომ $100-მილიარდიანი დახმარების გეგმას სტოლტენბერგი ხვალ ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს წარუდგენს. დიპლომატების თქმით, NATO-ს ქვეყნები იმედოვნებენ, რომ საკითხზე შეთანხმება ივლისში დაგეგმილი სამიტისთვის დასრულდება, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/07/2024-02-19t000000z_244888544_mt1abcpr887233025_rtrmadp_3_abaca-press-scaled-e1708464672831-UuRyAQ-300x158.jpeg)