NASA მთვარეზე რკინიგზის აშენებას გეგმავს – Quartz

ასტრონავტებისთვის ტვირთის გადასატანად NASA-ს მთვარეზე რკინიგზის აშენება სურს. ამის შესახებ Quartz წერს.
NASA-ს Innovative Advanced Concepts (NIAC) პროგრამამ შეარჩია 6 პროექტი მთვარეზე რკინიგზის განვითარებისთვის. ერთ-ერთი მათგანი FLOAT, რობოტული სატრანსპორტო სისტემაა, რომელიც იყენებს მაგნიტებს ზედაპირთან შეხების გარეშე გადაადგილებისთვის. იგი ძირითადად განკუთვნილია მთვარის ნიადაგის ტვირთის, სამშენებლო მასალების და აღჭურვილობის მიწოდებისთვის. სისტემა არ იმუშავებს ხალხის გადაყვანაზე.
მოსალოდნელია, რომ FLOAT უზრუნველყოფს ტვირთის გადაზიდვას მთვარის ირგვლივ, რომლის საშუალებითაც ასტრონავტებს ბაზაზე სამუშაოდ საჭირო მასალები მიეწოდებათ. ისინი შეძლებენ 33 კგ-მდე წონის სხვადასხვა ფორმის ტვირთის გადატანას წამში 1,61 კმ სიჩქარით.
FLOAT-ის გუნდის ინფორმაციით, სარკინიგზო სისტემა ავტონომიურად იმუშავებს.
2026 წლისთვის დაგეგმილი Artemis-ის მისიის ფარგლებში, NASA გეგმავს ასტრონავტების დაბრუნებას მთვარეზე და შემდგომში მუდმივი ბაზის შექმნას კოსმოსის შემდგომი შესწავლის მხარდასაჭერად.