NAEC – 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირებულთაგან უმეტესობამ – 21 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა არჩევით საგნად უპირატესობა ისტორიას მიანიჭა, ხოლო მათემატიკა 17 000-მდე აბიტურიენტმა აირჩია

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირებულთაგან უმეტესობამ – 21 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა არჩევით საგანთა შორის უპირატესობა ისტორიას მიანიჭა, ხოლო მათემატიკა 17 000-მდე აბიტურიენტმა აირჩია.
ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების არჩევანი სხვა საგნების მიხედვით ასე გამოიყურება: გეოგრაფია აირჩია – 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ლიტერატურა აირჩია – 1 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა; სამოქალაქო განათლება აირჩია- 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ქიმია აირჩია – 2 800-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ფიზიკა აირჩია – 1 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ბიოლოგია აირჩია – 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ხელოვნება აირჩია – 270-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
ცნობისთვის, 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, ხოლო მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად 18 900 – ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.