Moody’s-ის პროგნოზით, 2024 წელს თურქეთის ეკონომიკა 2,5%-ით გაიზრდება

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო კომპანია Moody's თურქეთის ეკონომიკურ ზრდას 2024 წელს 2,5%-ით პროგნოზირებს.
ამის შესახებ კომპანიის ანგარიშშია ნათქვამი, სათაურით „G20-ის ეკონომიკის ზრდა 2024 წელს დაბალ დონეზე სტაბილიზდება“.
სააგენტოს ცნობით, 2025 წლისთვის თურქეთის მშპ 3%-ით გაიზრდება.
ანგარიშის მიხედვით, პანდემიის შემდეგ გლობალური ეკონომიკა გადავიდა დაბალანსებულ მდგომარეობაში, რასაც თან ახლავს განვითარებულ და განვითარებად ბაზრებზე ეკონომიკური აქტივობის სტაბილური ნორმალიზება.
-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა (Fed) და ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB), სავარაუდოდ, დაიწყებენ საპროცენტო განაკვეთების შემცირებას მიმდინარე წლის მეორე კვარტალში.
ანგარიშის ავტორების გაფრთხილებით, გეოპოლიტიკური რისკები და ინფლაცია რჩება პოტენციურ საფრთხედ ეკონომიკური პერსპექტივისთვის.
Moody's-ის თანახმად, G20-ის ეკონომიკის ზრდა შეიძლება შემცირდეს 2022 და 2023 წლების დონეზე. G20-ის ეკონომიკური ზრდა პროგნოზირებულია 2,4%-ით 2024 წელს და 2,6%-ით 2025 წელს.

ასევე დაგაინტერესებთ