Microsoft-ი და OpenAI $100-მილიარდიან პროექტს განახორციელებენ

The Information-ის ინფორმაციით, Microsoft-ი და მის მიერ მხარდაჭერილი OpenAI უმსხვილესი მონაცემთა ცენტრის პროექტზე მუშაობენ, რომლის ღირებულებაც $100 მილიარდი იქნება.
პროექტის განხორციელება 2028 წლისთვისაა დაგეგმილი.
მედია სააგენტოს ინფორმაციით, პროექტს სრულად Microsoft-ი დააფინანსებს.
ამჟამად კომპანიები სუპერკომპიუტერების შექმნის მესამე ფაზაში იმყოფებიან. მომდევნო ორი ფაზის წარმატებაში კი გადამწყვეტ როლს მოწინავე ტექნოლოგიების მქონე მიკროჩიპები ითამაშებს. მაგალითისთვის, Nvidia-ს უახლესი ჩიპის მოდელი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიისთვისაა განკუთვნილი, $30,000-დან $40,000-მდე ღირს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ვაზიანში აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც გათვლილი იქნება 18 მლნ მგზავრზე, უკვე შემუშავებულია ახალი პროექტები თელავის და მესტიის აეროპორტებისთვის“ – ირაკლი კობახიძე