Microsoft-მა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ფუნქციების მთელი რიგი გამოაქვეყნა — თითოეული მათგანი ვირტუალური თანამშრომლობისა და შეხვედრების გაუმჯობესებისკენაა მიმართული.
მათ შორისაა Decorate your Background, რომელიც 2024 წლის დასაწყისში ამოქმედდება თიმსის პრემიუმ მომხმარებლებისთვის. მისი მეშვეობით, არა თუ ხელოვნური ფონი იქმნება, არამედ რეალურ გარემოს გაალამაზებს, დაამატებს დეკორატიულ ელემენტებს. ამგვარი ფუნქცია საშუალებას იძლევა, „გაასუფთაოს“ ოთახის ხილული ნაწილი ან თუნდაც მთლიანად შეცვალოს იგი და ყველაფერი ლამაზად აქციოს. ასევე, არსებობს სადღესასწაულო რეჟიმიც.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განვითარებაა ხმის იზოლაციის ტექნოლოგიის დანერგვა Teams-ში. ეს ფუნქცია, რომელიც უნიკალურია სხვა ხმების გაფილტვრის უნარით, და არა მხოლოდ ფონური ხმაურის, უზრუნველყოფს მაღალ გარჩევადობას. მარტივად რომ წარმოიდგინოთ, სისტემის შესაბამისად დაყენების შემდეგ, AI ფუნქცია კონკრეტული ინდივიდის ხმას ამოიცნობს და შემდგომში მხოლოდ მასზე კონცენტრირდება.
ციფრულად დამუშავებული გარემოს თემაზე კომპანიამ Microsoft Mesh-იც შეიმუშავა — 3D იმერსიული გამოცდილება. ეს უკანასკნელი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ვირტუალურ სივრცეში ისე იგრძნონ თავი, თითქოს ნამდვილად მანდ არიან და ყველა ერთ ოთახში იმყოფება. ეს მოიცავს კონფიგურირებად ავატარებს, სხვადასხვა ტიპის შეხვედრებისთვის განკუთვნილ 3D გარემოებს და ინტერაქციულ აქტივობებს გუნდური შეხვედრებისთვის.