Microsoft-ის კაპიტალიზაცია რეკორდულ, $2.75 ტრილიონამდე გაიზარდა

საფონდო ბირჟაზე განთავსებიდან დღემდე, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Microsoft-ის აქციების ღირებულება დაახლოებით 370,000%-ით არის გაზრდილი. ბილ გეიტსის მიერ დაფუძნებული კომპანიის IPO ბირჟაზე 1986 წელს შედგა, მას შემდეგ კი ის გაიზარდა, გაფართოვდა და იმ ტიტანად იქცა, რომელიც ის დღეს არის.
ამჟამად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ 750 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ამ შედეგით ის პლანეტის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს, Apple-ის გვერდით.
Microsoft-ის საბაზრო შეფასება იმდენად დიდია, რომ ის სახელმწიფოებს რომ შევადაროთ, ეკონომიკის მოცულობით იგი გლობალურ რეიტინგში მე-8 ადგილს დაიკავებს და ისეთ ქვეყნებს გადაუსწრებს, როგორიც იტალია, ბრაზილია, კანადა და ა.
ბოლო დროს Microsoft-ის მკვეთრი აღმასვლა მის შვილობილ კომპანიასთან, OpenAI-სთან არის დაკავშირებული, რომელმაც წლის და, შეიძლება ითქვას, ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგია ChatGPT შექმნა.