MICHELIN-მა სასტუმროების მარკირება დაიწყო

2024 წლის აპრილიდან MICHELIN-მა, რესტორნების მარკირების შემდეგ, ახალი პროექტი MICHELIN Key წარადგინა, რომელიც სასტუმროების მარკირებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას MICHELIN Guide ავრცელებს.
თუ MICHELIN-ის ვარსკვლავი მსოფლიოს ყველაზე გამორჩეულ რესტორნებს მიენიჭება, MICHELIN-ის „გასაღები“ ყველაზე გამორჩეულ სასტუმროებს მიენიჭება.
MICHELIN Guide-მა პირველი სასტუმროს რეკომენდაციები ჯერ კიდევ 1920-იან წლებში გასცა. რის შემდეგაც სასტუმროები ევროპისა და აზიის MICHELIN-ის გზამკვლევებში მოხვდა.
ბოლო 4 წლის განმავლობაში, MICHELIN-ის დამოუკიდებელმა ექსპერტთა ჯგუფმა 5000-ზე მეტი სასტუმრო შეარჩია. როგორც გზამკვლევი წერს, ყველაზე გამორჩეულ სასტუმროებს MICHELIN Key-ის სპეციალური ჯილდოები მიენიჭებათ.
MICHELIN-ის ვარსკვლავის მსგავსად, MICHELIN-ის „გასაღები“ შეიძლება რამდენჯერმე მიიღოს და ერთი, ორი და სამი „გასაღების“ მფლობელი გახდეს.
„გასაღებები“ სასტუმროებს განსაკუთრებული, გამორჩეული და ექსტრაორდინარული დასვენებისთვის მიენიჭებათ.

ასევე დაგაინტერესებთ