MI6-ის უფროსი ბლეიზ მეტრეველი თავის პირველ სიტყვაში პუტინზე ისაუბრებს

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს (UK) საგარეო დაზვერვის, MI6-ის უფროსი ბლეიზ მეტრეველი დღეს, ორშაბათს თავისი პირველი საჯარო სიტყვით წარდგება საზოგადოების წინაშე. ბრიტანული მედიასაშუალებები უწყების მიერ წინასწარ გავრცელებულ მედია-რელიზზე დაყრდნობით ავრცელებენ მონახაზს იმისა, თუ რას იტყვის მეტყველი თავის სიტყვაში.
47 წლის ქართული გვარის მქონე მეტრეველი პირველი ქალია, რომელიც ბრიტანეთის საგარეო დაზვერვას ხელმძღვანელობს.
ბრიტანული მედიის თანახმად, მეტრეველი იტყვის, რომ დიდი ბრიტანეთი ახალი „გაურკვევლობის ეპოქის“ წინაშე დგას, სადაც კონფლიქტის წესები იწერება, განსაკუთრებით ში შეჭრის შემდეგ კრემლის ფართო აგრესიის გათვალისწინებით.
„ქაოსის საერთაშორისო ექსპორტი რუსული მიდგომის მახასიათებელია და არა შეცდომა“, – იტყვის მეტრეველი, რომელიც ასევე ფიქრობს, რომ „სანამ პუტინი იძულებული არ გახდება შეცვალოს თავისი კალკულაცია – მოსალოდნელია, რომ ეს გაგრძელდება”.
„პუტინს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს: ჩვენი მხარდაჭერა გრძელდება. უკრაინის სასარგებლოდ ჩვენს მიერ [რუსეთზე] განხორციელებული ზეწოლა გაგრძელდება“.