Meta-ს სასამართლო პროცესი: 5 საკვანძო მომენტი ცუკერბერგის ჩვენებიდან

Meta-ს სასამართლო პროცესი: 5 საკვანძო მომენტი ცუკერბერგის ჩვენებიდან
Meta Platforms-ის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი, ვაშინგტონში გამართულ სასამართლო პროცესზე წარსდგა ჩვენებით, სადაც -ის ფედერალური სავაჭრო კომისია (FTC) მონოპოლიის კანონის დარღვევის ბრალდებით Meta-ს მიერ Instagram-ისა და WhatsApp-ის შესყიდვების გაუქმებას მოითხოვს. შეგახსენებთ, FTC-მ აღნიშნული დავა 5 წლის წინ წამოიწყო.
Reuters-მა ცუკერბერგის ჩვენებიდან ხუთი მთავარი მომენტი შემოგვთავაზა:
განიხილებოდა Instagram-ის კომპანიისგან გამოყოფა
2018 წელს, მარკ ცუკერბერგმა, მონოპოლიის რეგულირების სამსახურის მხრიდან მზარდი ზეწოლის ფონზე, Instagram-ის კომპანიისგან გამოყოფა სერიოზულად განიხილა. „მაინტერესებს, განვიხილავთ თუ არა Instagram-ის ცალკე კომპანიად ჩამოყალიბების უკიდურეს ნაბიჯს“, – ნათქვამი იყო პროცესზე წარმოდგენილ დოკუმენტში. „მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების უმეტესობა წინააღმდეგობას უწევს დაშლას, კორპორაციების ისტორია აჩვენებს, რომ მათი უმეტესობა გაყოფის შემდეგ რეალურად უკეთესად მუშაობს“.
„Instagram-ი უკეთესი იყო“
ცუკერბერგმა იმდროინდელი შიდა მიმოწერაც ახსნა, რომლებშიც Instagram-ისგან მომავალ კონკურენტულ საფრთხეზე საუბრობდა. მან განაცხადა, რომ აპლიკაციის კამერა უკეთესი იყო, ვიდრე Meta-ს მიერ შემუშავებული. მარკის თქმით, კამერის აპლიკაციაზე მუშაობის პროცესში „შექმნა vs. ყიდვის ანალიზს“ აკეთებდნენ. „ვფიქრობდი, რომ Instagram-ი ამით უკეთესი იყო, ამიტომ მისი ყიდვა სჯობდა“, – განაცხადა მან. ამ განცხადებამ FTC-ს განუმტკიცა აზრი, რომ Meta კონკურენციას ბრძოლით კი არ გაუმკლავდა, არამედ მათი შეძენით. Meta ამტკიცებს, რომ ცუკერბერგის მოტივები უმნიშვნელოა, რადგან მას მონოპოლია არ აქვს მოპოვებული.
სოციალური მედია იცვლება
FTC ამტკიცებს, რომ Meta დომინირებს სოციალურ ქსელებში, სადაც მომხმარებლები მეგობრებთან და ოჯახთან ურთიერთობენ. Meta-ს დაცვის მთავარი არგუმენტი კი ისაა, რომ ბოლო პერიოდში ბაზარი მთლიანად შეიცვალა – მათ შორის Instagram-ისა (2012 წელი) და WhatsApp-ის (2014 წელი) შეძენის შემდეგ.
ცუკერბერგის თქმით, დღეს Facebook-ზე გამოქვეყნებული კონტენტის მხოლოდ 20% მოდის მეგობრებზე, Instagram-ზე კი – 10%. მისივე განცხადებით, ხალხი სულ უფრო მეტად ინტერესდება ისეთი მასალებით, რაც მეგობრებისგან კი არა, არამედ მათ ინტერესებზე დაფუძნებული ანგარიშებიდან მოდის.