Meta-მ ჩინეთის ბაზაზე შექმნილი 5 000-მდე ყალბი ანგარიში წაშალა

Meta-ს განცხადებით, კომპანიამ, ახლახანს წაშალა ჩინეთის ბაზაზე შექმნილი ათასობით ყალბი და შეცდომაში შემყვანი ანგარიში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ ანგარიშების მფლობელები იყვნენ ამერიკელებიც, რომლებიც ცდილობდნენ პოლარიზებული შინაარსის პოსტების გავრცელებას -ის პოლიტიკისა და აშშ-ჩინეთის ურთიერთობების შესახებ.
ქსელში გამოქვეყნებულ თემებს შორის ასევე იყო აბორტი, კულტურული ომის საკითხები და უკრაინის დახმარება. Meta-მ 2024 წლის აშშ-ის არჩევნების წინ ჩინეთში დაფუძნებული ასეთი ქსელების ზრდა აღმოაჩინა. კომპანიის თქმით, ჩინეთი ახლა მესამე უდიდესი გეოგრაფიული წყაროა მსგავი ქსელების, სა და ირანის შემდეგ.
“გაურკვეველია, იყო თუ არა ეს მიდგომა შექმნილი პარტიული დაძაბულობის გასაძლიერებლად, პოლიტიკოსთა მხარდამჭერთა შორის აუდიტორიის შესაქმნელად, თუ ყალბი ანგარიშებისთვის ავთენტური შინაარსის გაზიარების მიზნით”, – ნათქვამია Meta-ს განცხადებაში.
ჩინეთში დაფუძნებული ქსელი მოიცავდა 4 700-ზე მეტ ანგარიშს და მსოფლიოს მოსახლეობის პროფილის სურათებსა და სახელებს იყენებდა.