“MEGOBARI აქტი” უკვე სენატის კალენდარშია შეტანილი

“MEGOBARI აქტი” შეტანილია სენატის საკანონმდებლო კალენდარში და ასეა განმარტებული – „აქტი საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და ს ფედერაციის გავლენებთან შესაწინააღმდეგებლად“. შეტანის თარიღი 6 მაისია, მისი რიგითი ნომერია 70.
იმავე „ზოგად საქმეთა“ კალენდარში 55-ე ნომრით ნახავთ მეორე აქტს საქართველოს შესახებ, რომელიც 28 აპრილს არის შეტანილი და ასეა განმარტებული – „კანონპროექტი საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდასაჭერად“.
5 მაისს -ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „MEGOBARI აქტი“ („საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი“).
საქართველოსთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელიც სანქციების დაწესებას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის, მხარი დაუჭირა ჯამში 349-მა კონგრესმენმა.
ფორუმი