ერთ-ერთი ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის, Median-ის გამოკითხვის მიხედვით, უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz მხარდაჭერას კარგავს, ხოლო ოპოზიციური პარტია Tisza, რომლის ლიდერიცაა ყოფილი მთავრობის წარმომადგენელი პიტერ მაგიარი, ამომრჩევლებს იმატებს.
მაგიარის პარტიას, რომელიც 2024 წელს შეიქმნა, გადაწყვეტილ ამომრჩეველთა 55% უჭერს მხარს.
18-23 თებერვალს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ორბანის Fidesz-ის მხარდაჭერა 35%-მდე შემცირდა, მაშინ როცა ერთი თვის წინ 39% იყო.
მთელი მოსახლეობის ჭრილში, გამოკითხვის თანახმად, Tisza-ს 42% უჭერს მხარს, ორბანის Fidesz-ს – 31%.
Median-ის გამოკითხვა უნგრეთში ერთ-ერთი ყველაზე სანდოა. Median-მა ოთხი წლის წინ სწორად იწინასწარმეტყველა ორბანის მასშტაბური გამარჯვება, თუმცა ოპოზიციის მხარდაჭერა ოდნავ გადაჭარბებულად შეაფასა.
ორბანი, რომელიც 16-წლიანი მმართველობის შენარჩუნებას ცდილობს, პირველად დგას ძლიერ კონკურენტთან პირისპირ საპარლამენტო არჩევნებში.
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება.




