Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი ქვემო ქართლში გრძელდება

2024 წლის თებერვალში, Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი სამცხე-ჯავახეთიდან დაიწყო და ის ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს ოთხ სხვადასხვა რეგიონს მოიცავს. 2024 წლის აპრილიდან, პროექტი ქვემო ქართლში გრძელდება.
ინიციატივა მიზანად ისახავს ფინანსური განათლების ამაღლებას ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებში, პარალელურად კი, ფინანსური ლიტერატურის ხელმისაწვდომობის გაზრდას, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერებას და ეფექტური ფინანსური მართვისთვის საჭირო ცოდნისა თუ უნარების უზრუნველყოფას.
აპრილისა და მაისის შაბათ-კვირების განმავლობაში, ბიზნეს მენეჯმენტის და ფინანსების მოდული მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის (MSMEs) მარნეულში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი ჩატარდება.
10 ლექციის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნობიან ბიზნესის მენეჯმენტთან და ფინანსებთან დაკავშირებულ მთელ რიგ თემებს. მიიღებენ უფრო ღრმა ცოდნას სტრატეგიული დაგეგმვის, მარკეტინგის, ოპერაციების, ფინანსებისა და ადამიანური რესურსების შესახებ, რაც მათ საშუალებას მისცემს შეიმუშაონ ეფექტური ბიზნეს გეგმები, გათვალონ და სწორად დაგეგმონ თავიანთი ბიზნესის განვითარება, განახორციელონ წარმატებული მარკეტინგული სტრატეგიები, რომლებიც სპეციფიკურია მათი უნიკალური გარემოებების გათვალისწინებით.
Mastercard-ის ბიზნეს მენეჯმენტის და ფინანსების მოდულიში ჩაერთვება საქართველოს ეროვნული ბანკი. ფინანსური განათლების ამაღლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, ეროვნულმა ბანკმა, დაინტერსებული მხარეების ჩართულობითა და მხარდაჭერით, არაერთი პროექტი თუ აქტივობა განახორციელა. მათ შორისაა ფინანსური განათლების პლატფორმა FinEdu.gov.ge, სადაც თავმოყრილია ფინანსური განათლების თემაზე არსებული საჭირო ინფორმაცია. ამჯერად, საქართველოს ეროვნული ბანკი, მარნეულის აუდიტორიას, საინტერესო, ინფორმაციულ და რაც მთავარია, მათ საჭიროებებზე მორგებულ ლექციებს შესთავაზებს.
დამატებით, ფინანსური განათლების პროექტის პარტნიორია ლიბერთი. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში, Mastercard-სა და ლიბერთის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა. ფინანსური ინსტიტუტები საერთო მიზნის, ქვეყანაში ფინანსური განათლების გაძლიერების ირგვლივ გაერთიანდნენ.
ფინანსური განათლების პროექტის კიდევ ერთი მხარდამჭერია სამოქალაქო პლატფორმა „სალამ“ – არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა საქართველოს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიერ. „სალამის“ ერთ-ერთი მისიაა, ორგანიზება გაუწიოს ეთნიკურ უმცირესობებს, რათა მათ შეინარჩუნონ საკუთარი კულტურული მემკვიდრეობა, ისტორია და იდენტობა. ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, „სალამი“ ბიზნესის მართვისა და ფინანსების მოდულის საკომუნიკაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
რეგისტრაციის ბმული იხილეთ აქ.
Mastercard-ის უნიკალური პროექტი, შექმნილია პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNA Georgia), -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.