Mastercard ინოვაციების სამიტს თბილისში მასპინძლობს

Mastercard თბილისში ინოვაციების სამიტს მასპინძლობს. ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება. ეს კი, ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპის მანიშნებელია, რადგან დედაქალაქი Mastercard-ის ახალი რეგიონული ჰაბის სტატუსს იძენს.
Mastercard-ის ინოვაციების სამიტი დამსწრეებს საშუალებას აძლევს უფრო ღრმად გაეცნონ ინდუსტრიის ტენდენციებს და სამომავლო პერსპექტივებს. მათ შორის, განიხილონ მიღწევები ციფრულ გადახდებში, კიბერუსაფრთხოებაში, ხელოვნურ ინტელექტში, სამომხმარებლო გამოცდილებასა და მდგრად განვითარებაში.
დავით ზღუდაძე, Mastercard-ის რეგიონული ვიცე-პრეზიდენტი: „მოხარულები ვართ, რომ Mastercard-ის ინოვაციების სამიტი თბილისში ტარდება. ეს ღონისძიება ხაზს უსვამს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც საქართველომ განიცადა და რეგიონის გადახდების მთავარ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ჩვენ მოუთმენლად ველით გავაცნოთ ჩვენს სტუმრებს თუ როგორ იღებს Mastercard ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რათა უზრუნველყოს გადახდების სრულყოფილი გამოცდილება როგორც ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის, ასევე, ბიზნესებისთვის“.
Mastercard-ის ინოვაციების სამიტი არის მნიშვნელოვანი პლატფორმა პროფესიონალებისთვის, რომელიც მონაწილეებს სწავლისა და წინსვლის უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს. როგორც ადგილობრივ, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს, საშუალება აქვთ პირადად გაეცნონ ინდუსტრიის ლიდერებსა თუ ინოვატორებს, პირველი პირებისგან მიიღონ სანდრო ინფორმაცია საგადახდო ტექნოლოგიებისა თუ ტენდენციების შესახებ და შეიმუშაონ სტრატეგიები, რომლებიც მათ ბიზნესებს ზრდისა და ოპტიმიზაციაში დაეხმარება.
მეტე გიუნი, Mastercard-ის სერვისების აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი, აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში (EEMEA): „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დღეს, თბილისში, ჩვენს სტუმრებს გავაცნობთ Mastercard-ის ინოვაციებს და მივაწვდით მათ ინფორმაციას უახლესი გადაწყვეტილებების შესახებ. ჩვენ გვჯერა, რომ ამ სამიტზე გამოთქმული შეხედულებები და დაწყებული თანამშრომლობები გადამწყვეტ როლს ითამაშებს გადახდების ინდუსტრიის მომავლის ჩამოყალიბებაში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“.
სამიტის განმავლობაში, მონაწილეები გაეცნობიან:

ასევე დაგაინტერესებთ