ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელმა და მილსადენების ოპერატორმა ამერიკულმა კომპანია Marathon Petroleum-მა 2025 წლის მეორე კვარტალში წმინდა მოგება 20%-ით შეამცირა, თუმცა მისმა კორექტირებულმა მოგებამ და შემოსავალმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა.
აპრილ-ივნისში კომპანიის წმინდა შემოსავალმა 1.22 მილიარდი აშშ დოლარი ანუ 3.96 აშშ დოლარი აქციაზე შეადგინა წინა წლის ანალოგიური პერიოდის 1.52 მილიარდ აშშ დოლართან და აქციაზე 4.33 აშშ დოლართან შედარებით. კორექტირებული მოგება ასევე 3.96 აშშ დოლარს შეადგენს აქციაზე.
შემოსავალი 34.1 მილიარდ დოლარამდე შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდის 38.36 მილიარდი დოლარიდან.
FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზი კორექტირებული მოგებისთვის აქციაზე 3.22 აშშ დოლარი იყო, შემოსავლისთვის – 33.06 მილიარდი აშშ დოლარი.
ბოლო კვარტლის განმავლობაში კომპანიამ აქციონერებს დივიდენდებისა და აქციების უკან გამოსყიდვის გზით დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი დაუბრუნა.
2025 წლის დასაწყისიდან Marathon-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 18.9%-ით გაიზარდა და 51.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, მაშინ როცა Standard & Poor’s 500-ის საფონდო ინდექსი 7.1%-ით გაიზარდა.
