Mail Sport: EURO 2024-ისთვის ნაკრებთა განაცხადში ფეხბურთელთა რაოდენობა 23-დან 26-მდე გაიზრდება

UEFA-მ განაცხადების რაოდენობა 23 ფეხბურთელიდან 26-მდე გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული Mail Sport-ი ავრცელებს.
ჯერჯერობით ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს, ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი პირველ მატჩს 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.
გამიხარდა. აზაროვზე, საზონოვსა და ლობჟანიძეზე მწყდებოდა გული, რომელიმე რომ ვერ მოხვდესო
ეს ხალხი ალბათ უეჭველი იქნება განაცხადში:
კარში: (3) მამარდაშვილი, ლორია, გუგეშაშვილი
დაცვა: (5) საზონოვი, ს. კვირკველია, კაშია, ლოჩოშვილი, დვალი
ფლანგები: (6) კაკაბაძე, გოჩოლეიშვილი, ს. ლობჟანიძე, აზაროვი, წიტაიშვილი, შენგელია
ცენტრი: (5) ქოჩორაშვილი, კანკავა, კიტეიშვილი, კვეკვესკირი, ჩაკვეტაძე
წინ: (4) კვარაცხელია, მიქაუტაძე, ზივზივაძე, ქვილითაია
ეს კი გამოვიდა 23 კაცი. დანარჩენი 3 ადგილი საინტერესოა როგორ განაწილდება. ალბათ 1 აუცილებლად ცენტრალურ მცველს დაამატებს და 1 ცენტრალურ ნახევარმცველს.
ამ ხალხიდან აირჩევს ჩემი აზრით:
დაცვა: გველესიანი, ხოჭოლავა, ი. გელაშვილი, კალანდაძე
ნახევარდაცვა: სიგუა, გაგნიძე, აბურჯანია
წინ: ვოლკოვი
არაბიძე მაინც მეეჭვება შეიყვანოს თუნდაც 26 კაცში. იმათ წაიყვანს ვისაც ეყრდნობოდა შესარჩევ ციკლში და ვინც ერთმანეთთან შეთამაშებულია და წვლილი მიუძღვით ევროპაზე გასვლაში
ჰოდა თუ მასეა, მაშინ არაბიძე, აზაროვი და ოქრო დაამატოს-4 დრეში ერთხელ თამაშებს დასჭირდება შემტევი პოტენციალის ქონა თუნდაც თადარიგში-რა იცი როდის დაგვჭირდება და როდის გაისვრის არაბა შორიდან 🙂