„Macroeconomic Outlook and 5 key themes for 2024“ – თიბისი კაპიტალმა პუბლიკაცია ახლა უკვე საერთაშორისო აუდიტორიას და პარტნიორებს წარუდგინა

კაპიტალმა, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა, ქართულენოვანი აუდიტორიის შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორებს წარუდგინა.
ღონისძიება სასტუმროში Swissotel Tbilisiჩატარდა, რომელიც, თიბისის მხარდაჭერით, რამდენიმე დღის წინ, ქალაქის ისტორიულ ნაწილში გაიხსნა და რომლისთვისაც პირველი ღონისძიება სწორედ ს საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრა იყო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე ის მოვლენები მიმოიხილეს, რომლებიც 2024 წელს საქართველოს ბიზნესკლიმატს განსაზღვრავს: რთული გეოპოლიტიკური გარემო; არჩევნების ციებ-ცხელება მსოფლიოში; საქართველოში მიგრაციული ნაკადების ცვლილება და სამუშაო ძალის დეფიციტი; საპროცენტო განაკვეთები და ინფლაცია.
2024 წელს, თიბისი კაპიტალი, კვლევების მიმართულებით, ახალ ეტაპზე გადადის და სექტორების ზოგად მიმოხილვასთან ერთად, ბიზნესის მხრიდან დასახელებულ კონკრეტულ კითხვებს სცემს პასუხს.
გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციასინგლისურ ენაზე.