2024 წლის იანვარ-სექტემბერში Louis Vuitton Moet Hennessy-ის (LVMH) კონგლომერატში შემავალი კომპანიების ალკოჰოლის გაყიდვები შემცირდა. ამის შესახებ The Spirits Business წერს.
გამოცემის მონაცემებით, კომპანიის განყოფილებამ, რომელიც სპირტიანი სასმელებისა და კონიაკის გაყიდვებით იყო დაკავებული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11% დაკარგა (2,23 მილიარდი დოლარი).
ამასთან, შამპანურისა და ღვინის გაყიდვები შემცირდა 6%-ით (2,33 მილიარდი დოლარი). მთლიანობაში, ჯგუფის ალკოჰოლის გაყიდვები 8%-ით დაეცა 2024 წლის ცხრა თვეში.
როგორც The Spirits Business-ი წერს, კონგლომერატის მუშაობის ყველა სფეროდან მხოლოდ პარფიუმერიის და კოსმეტიკის და „სელექციური საცალო ვაჭრობის“ მიმართულებებმა აჩვენა გაყიდვების ზრდა.
კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 62,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.




