გერმანიის ეროვნულმა ავიაკომპანიამ და ევროპის უდიდესმა ავიაკომპანია Lufthansa-მ ავიაბილეთებს გარემოსდაცვითი გადასახადი დაამატა. მგზავრებს მოუწევთ გადაიხადონ 1-დან 72 ევრომდე, მარშრუტისა და ტარიფის მიხედვით.
საფასური ვრცელდება ჯგუფის ყველა ავიაკომპანიის ფრენებზე, მათ შორის Austrian Airlines, Brussels Airlines, Lufthansa City Airlines, Discover Airlines, Eurowings, Lufthansa Cargo, Lufthansa Regional, Air Dolomiti, Lufthansa CityLine, Swiss International Air Lines, Edelweiss Air.
დამატებითი საფასური ვრცელდება ფრენებზე ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევს რეისებზე დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან და ნორვეგიიდან.
თანხა მოხმარდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების შემუშავებას, რაც შეამცირებს მავნე ემისიებს ავიაციის ატმოსფეროში. ავიაკომპანიამ მიზნად დაისახა ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევა 2050 წლისთვის და სათბურის გაზების ემისიების განახევრება 2030 წლისთვის, 2019 წელთან შედარებით.
ევროკავშირის ავიაკომპანიებს მოეთხოვებათ თანდათან გადაერთონ ეკოლოგიურად სუფთა საავიაციო საწვავზე. მისი წილი 2025 წლისთვის უნდა იყოს 2%, 2030 წლისთვის 6%, 2035 წლისთვის 20% და 2050 წლისთვის 70%.
მაგალითად, 2025 წლიდან გერმანული კომპანია DHL Express ბრიუსელის აეროპორტში თვითმფრინავების ეკოლოგიურად სუფთა საწვავით შევსებას დაიწყებს.
ევროპის გარემოს სააგენტოს (EEA) ანგარიშის თანახმად, მატარებლით მგზავრობა თითქმის ხუთჯერ უფრო მწვანეა, ანუ ეკოლოგიურად სუფთაა, ვიდრე ფრენა. ასე რომ, თუ მოგზაურები აირჩევდნენ მატარებლით მადრიდიდან ბარსელონაში გადასვლას, ეს შეამცირებს სათბურის გაზების გამოყოფას ნახევარზე, 54,000 ტონიდან 27,000-მდე.
ევროპის ქვეყნები სულ უფრო მეტად მოუწოდებენ თავიანთ მოქალაქეებს აირჩიონ ტრანსპორტის უფრო მწვანე გზები. მაგალითად, საფრანგეთში მოკლე და საშუალო მანძილის შიდა ფრენები უკვე გაუქმებულია.