L’Équipe: მთელი დღე ვაჭრობდნენ და შეთანხმდნენ – კვარაცხელია პრაქტიკულად პსჟ-ის ფეხბურთელია!

“ეკიპის” ცნობით, პსჟ-მა და “ნაპოლიმ” ს ტრანსფერზე 70 მილიონ ევროზე (ბონუსების გარეშე) პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს და მხოლოდ ზოგიერთი დეტალია დასაზუსტებელი, რის შემდეგ ქართველის პარიზულ გუნდში გადასვლას ოფიციალურად გამოაცხადებენ.
გამოცემა წერს, რომ ორშაბათს მოლაპარაკებებში გარდატეხა მოხდა, მთელი დღე ვაჭრობა მიდიოდა, ნეაპოლურმა კლუბმა ქართველს სამედიცინო შემოწმების გასავლელად საფრანგეთში გამგზავრების უფლება ჯერ არ მისცა, რაც მხარეთა თქმით, მხოლოდ დროის საკითხია.
აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობა “პარი სენ ჟერმენის” საფეხბურთო მრჩეველმა (ფაქტიურად სპორტული დირექტორია) ლუის კამპუშმა, რომელიც ხვიჩას თავის კლუბში გადაყვანას უკვე კარგა ხანია
ცდილობს და ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა მიიღეს. პსჟ გამარჯვების მოპოვების კონტრაქტის გაფორმებამდე გამოცხადებას არ ჩქარობს.
აღნიშნულ ინფორმაციას სხვადასხვა ინტერპრეტაციით საფეხბურთო აგენტები ფაბრიციო რომანო და ნიკოლო სკირა და ჟურნალისტი პაოლო ბარჯიჯა ადასტურებენ – “კვარას” 4+1 სისტემის ხელშეკრულებას გაუფორმებენ, მისი სეზონური გასამრჯელო კი 9+2 მილიონი იქნება.