„პარიზიენი“ წერს, რომ პსჟ-ის საიტმა „რენთან“ მატჩის 63-ე წუთზე გადაღებული ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც გულშემატკივრები აღაფრთოვანა და ეს სიგიჟე იყო.
აღნიშნულია, რომ ფეხბურთელი ბრეტონულ ცაში გაფრინდა, ბურთი მაღალ სიმაღლეზე დაიმორჩილა, სურათი სოციალურ ქსელებში გავრცელდა და ქომაგების დიდი მოწონება დაიმსახურა. რამდენიმე მომხმარებელმა დაწერა, რომ ეს ბუნდესლიგის ლოგოს ჰგავს, მაგრამ უფრო შთამბეჭდავია.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ხვიჩამ „ლივერპულს“ შესანიშნავი გოლი გაუტანა, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, თუმცა ფანებს უკვე შეაყვარა თავი. ფოტო ლიგა 1-ის საიტზე წარწერით გამოქვეყნდა: „კვარას“ ყველაზე საკულტო
სურათი“.
რა თქმა უნდა, კვარაცხელიას თამაშს ნეაპოლური მედიაც გამოეხმაურა და აღნიშნეს, რომ მათი გუნდის ყოფილი ფეხბურთელი პარიზელ გულშემატკივრებს შორის ძალიან პოპულარულია.
