Le Parisien-მა “მონაკოსთან” მატჩში პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა დაასახელა

“პარიზიენი” პსჟ-ის “მონაკოსთან” მატჩის პრევიუში წერს, რომ “პარი სენ ჟერმენის” მწვრთნელი ლუის ენრიკე ძირითად შემადგენლობაში შემტევ სამეულში უეჭველი დააყენებს უსმან დემბელეს და ბრედლი ბარკოლას და დასადგენია მესამის ვინაობა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში არ არის, თამაში სჭირდება, მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში შეიძლება სუპერშემცვლელის როლით დაკმაყოფილდეს და სასტარტოში დემბელესთან და ბარკოლასთან ერთად მარჯვენა ფლანგზე დეზირე დუე იქნება. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია.
პსჟ (სასტარტო): დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ლი, ვიტინია, ნევეში, ბარკოლა, დემბელე, დუე.