„პარიზიენის“ ცნობით, „ნაპოლისა“ და პსჟ-ის შორის ნიცაში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მოლაპარაკებები ფინიშის სწორზე გავიდა.
ნეაპოლური კლუბი კვარაცხელიას სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს ითხოვს, არ განიხილავს არავითარ იჯარას, ტრანსფერში სხვა ფეხბურთელების ჩართვას და თანხის ტრანშებად დაფარვას, „პარი სენ ჟერმენი“ კი 65-75 მილიონის გადახდაზეა თანახმა.
გამოცემა იტყობინება, რომ ლაჟვარდოვან სანაპიროზე მხარეები დღეს თუ არა ხვალ მიაღწევენ შეთანხმებას, რაც მალე, მით უკეთესი, ეს განსაკუთრებით პარიზული გუნდისთვისაა მნიშვნელოვანი, რომლის მწვრთნელს, ლუის ენრიკეს უნდა ქართველი უკვე 25 იანვარს „რეიმსთან“ ათამაშოს.
„ნაპოლის“ თანხა სასწრაფოდ ხვიჩას შემცვლელის, ალეხანდრო
გარნაჩოს შესაძენად სჭირდება და ჟურნალისტის, ალფრედო პედულას მტკიცებით, „მანჩესტერს“ 40 მილიონი პლუს ბონუსები შესთავაზა. „იუნაიტედს“ უნდა არგენტინელი 60 მილიონად გაყიდოს, თუმცა, სავარაუდოდ, ფასს დააკლებს.