Le Parisien: “ლიონთან” სასტარტოში ლუის ენრიკე ერთ ფეხბურთელს შეცვლის

„პარიზიენი“ წერს, რომ „ლიონთან“ პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობაში „ბრესტთან“ მოგებული მატჩისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთი ცვლილებაა მოსალოდნელი.
კერძოდ, „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელი ლუის ენრიკე დასვენების საშუალებას მისცემს ფაბიან რუისს, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია, ბოლო 14-დან 12 შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო და მის ნაცვლად თავიდან დეზირე დუეს ათამაშებს.
პსჟ (სავარაუდო შემადგენლობა): დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, დუე, ბარკოლა, დემბელე, კვარაცხელია.
27 თებერვალს, თასის მეოთხედფინალში პარიზული გუნდი რანგით მეოთხე დივიზიონის „სტად ბრიოშინს“ დაუპირისპირდება. გამოცემის მტკიცებით, ლუის ენრიკე შემადგენლობაში როტაციას მოახდენს. ეს შეხვედრა რენში
ჩატარდება.
რაც შეეხება „ლიონის“ თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს, ალეკსანდრ ლაკაზეტმა მუხლის ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა და ქართველი, ალბათ, სასტარტოში იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში