ლიგა 1-ის ოცდამეორე ტურში პსჟ სტუმრად „ტულუზას“ დაუპირისპირდება და „პარიზიენის“ ვარაუდით, პარიზული გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიას სასტარტოში დააყენებს.
ესპანელი სპეციალისტი სხვადასხვა სტრატეგიას, შემადგენლობას ცდის, ოპტიმალური ტაქტიკის ძიებაშია, კვარაცხელიას როტაციის ფეხბურთელად არ მიიჩნევს და თავის მაქსიმალურად გამოჩენის საშუალებას ყველას აძლევს. ლუის ენრიკემ თქვა, რომ მისი გუნდი შეტევისთვისაა შექმნილი. და „პარი სენ ჟერმენის“ თამაში მართლაც სანახაობრივია.
გამოცემის მტკიცებით, პსჟ თამაშს შემდეგი თერთმეტეულით დაიწყებს: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, ბერალდო, ერნანდესი, ლი, ნევეში, მეილიუ, ბარკოლა (ან დუე), დემბელე, კვარაცხელია.
მატჩი „სტად ტულუზეზე“ თბილისის
დროით 00:05 საათზე დაიწყება.
