Le Parisien: კვარაცხელიას ხელში ჩასაგდებად პსჟ ყველაფერს გააკეთებს

RMC Sport-ის ცნობით, პსჟ კილიან მბაპეს შეცვლის მთავარ კანდიდატად “ნაპოლის” გარემარბ ს განიხილავს და ეს მიუხედავად იმისა, რომ ბრედლი ბარკოლა კარგად თამაშობს. როგორ ჩანს, “პარი სენ ჟერმენი” ქართველის შეძენაზე მართლაც სერიოზულად ფიქრობს. ამას “პარიზიენი” ადასტურებს.
გამოცემის მტკიცებით, სამი კვირის წინ პსჟ-ის საფეხბურთო მრჩეველი ლუიშ კამპუში რომში კვარაცხელიას აგენტს შეხვდა, მას შემდეგ შემდეგ მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და ქართული მხარე ფეხბურთელის ფრანგულ გუნდში გადასვლით დაინტერესებას გამოხატავს.