Le Parisien: პსჟ-სთვის პრიორიტეტული კვარაცხელიაა და არა ბერნარდო სილვა

“პარიზიენის” მთავარმა სპორტულმა მიმომხილველმა დომინიკ სევერაკმა გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა და თქვა, რომ პსჟ-სთვის მთავარი “ნაპოლის” შემტევის ს დამატებაა.
– გამარჯობათ, ბერნარდო სილვას “პარი სენ ჟერმენში” ტრანსფერი ისევ განიხილება?
– დილა მშვიდობისა. აპრიორი არ არის. გასულ კვირაში ორმა ლუისმა (ენრიკემ და კამპუშმა) სასურველი ფეხბურთელების სია დაადგინეს. მარჯვენა გარემარბის დამატება უკვე აქტუალური არ არის. კლუბი პირველ რიგში მარცხენა გარემარბს ეძებს და პრიორიტეტული ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც “ნაპოლიში” თამაშობს.
რამდენიმე დღის წინ “გაძეტა დელო სპორტმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ “პარი სენ ჟერმენი” მზადაა “ნაპოლის” კვარაცხელიაში
100 მილიონი ევრო შესთავაზოს, “ეკიპის” ცნობით კი, პირველ ჯერზე ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს 60-მილიონიანი წინადადებით მიმართავენ. spazionapoli-ს მტკიცებით, დე ლაურენტისი “კვარას” 150 მილიონზე ნაკლებად ვერ შეელევა.