Le Monde – საფრანგეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა წელიწად-ნახევრის განმავლობაში პირველად ისაუბრეს

საფრანგეთისა და ს თავდაცვის მინისტრებმა წელიწად-ნახევრის განმავლობაში პირველად ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde-ი საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს კომუნიკეზე დაყრდნობით წერს.
აღინიშნება, რომ საფრანგეთს თავდაცვის მინისტრის სებასტიან ლეკორნუსა და მისი რუსი კოლეგა სერგეი შოიგუს შორის საუბარი, რომელიც 3 აპრილს შედგა, უპირველეს ყოვლისა მოსკოვის ოლქში საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტს ეხებოდა.
ლეკორნუმ 22 მარტს, მოსკოვის ოლქში, “ისლამური სახელმწიფოს” მიერ მოწყობილი ტერაქტი დაგმო, დაშავებულებსა და მათ ოჯახებს სოლიდარობა გამოუცხადა.
“მან დაადასტურა, რომ საფრანგეთს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია, რომელიც ამ ტერაქტსა და ს შორის კავშირის დადგენას გახდიდა შესაძლებელს. ლეკორნუმ მოუწოდა რუსეთს [ამ ინციდენტის] ნებისმიერი ინსტრუმენტალიზაცია შეწყვიტოს”, – აღნიშნულია კომუნიკეში.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე დაგმო აგრესიული ომის გაგრძელება, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს, აღნიშნა, რომ საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას “იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება მისი თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში, რათა მშვიდობა და უსაფრთხოება დაბრუნდეს ევროპულ კონტინენტზე”.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: სჯობს, საქართველომ დაკარგოს მთავრობა, ვიდრე სტატუსი – ხალხს უნდა მიეცეს საშუალება მშვიდად შეცვალოს მთავრობა და გააგრძელოს ევროპული განვითარება და არა ის, რომ სტატუსი ჩამოგვართვან ან ვიზალიბერალიზაცია შეგვიწყვიტონ