Le Monde: ევროპის ზოგიერთი ქვეყანა უკრაინაში თავისი ჯარის გაგზავნას განიხილავს

ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ კვლავ დაიწყო ში, ომში, თავისი ჯარების ან კერძო სამხედრო კომპანიების გაგზავნის შესაძლებლობის განხილვა.
მსჯელობა განახლდა -ის პრეზიდენტად ს არჩევის ფონზე, რომელმაც, როგორც მოელიან, შეიძლება შეუჩეროს სამხედრო დახმარება კიევს.
ამის შესახებ იტყობინება ფრანგული გაზეთი Le Monde-ი წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის თანახმად, განხილვა მიმდინარეობს, კერძოდ, საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის. ის განახლდა პარიზში პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ვიზიტის დროს. გამოცემის წყარო იტყობინება, რომ საუბარია “ევროპაში მოკავშირეთა დამრტყმელი ძალების შექმნაზე, რომელიც ორიენტირებულია უკრაინისა და ზოგადად, ევროპის უსაფრთხოებაზე”.
ს პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა Le Monde-ის სტატიაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ კრემლისთვის უცნობია, რამდენად შეესაბამება ეს ცნობა სინამდვილეს. მისი თქმით, უკრაინაში ჯარების გაგზავნის საკითხში, ევროპაში არ არსებობს ერთიანობა. “ასე რომ, ერთიანი აზრი ევროპელებს ამის შესახებ არ აქვთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ვიღაც ფიცხი თავები გამოჩნდებიან ხოლმე”, – განაცხადა პესკოვმა.
წელს თებერვალში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნა „მომავალში არ უნდა იყოს გამორიცხული“.
მალევე ასეთი გეგმების არარსებობის შესახებ განაცხადა აშშ-მა.
მაშინ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში დასავლეთის ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ ინფორმაციას უარყოფითად გამოეხმაურა და მუქარასავით განაცხადა, რომ ჩვენც გვაქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია მათ ტერიტორიაზე სამიზნეებს მისწვდესო.