KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი

სწრაფადცვალებად ბიზნეს გარემოს BDO საქართველო ახალი, ინოვაციური მიდგომით ეხმაურება, სადაც წარმატება მონაცემებზე და დროულ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. BDO-ს მიერ შემუშავებული ძირითადი ინდიკატორების (KPIs) ინოვაციური სისტემა ბიზნესს საშუალებას აძლევს რეალურ დროში მართოს რისკები, აღმოაჩინოს გამოწვევები და ეფექტურად იმოქმედოს ოპტიმიზაციის გზაზე.
თანამედროვე ფინანსური მენეჯმენტი გაცილებით სცდება მხოლოდ ანგარიშგებისა და კონტროლის ფარგლებს. CFO უკვე კვალიფიცირდება როგორც ღირებულებაზე ორიენტირებული ლიდერი – Chief Value Officer (CVO). სწორედ ამ ტრანსფორმაციას ეძღვნება BDO Global-ის Case Study-ი, რომელიც ACCA-სთან ერთად მომზადდა და ზუსტად ასახავს, თუ როგორ ცვლის ღირებულებაზე დაფუძნებული მიდგომა არა მხოლოდ ფინანსურ ფუნქციას, არამედ მთლიანად ორგანიზაციის შეფასების პარადიგმას – როგორც შიდა, ისე გარე დაინტერესებული მხარეებისთვის.
BDO საქართველოს მიერ შემუშავებული KPIs-ის სისტემა პასუხია გლობალურ ტენდენციაზე, რომლის თანახმადაც CFO-ს ტრადიციული როლი გარდაიქმნება და ფინანსური ლიდერი ცვლილებებისა და განვითარების სტრატეგიული განმაპირობებელი (CVO) ხდება.
ეს მიდგომა ბიზნესს საშუალებას აძლევს იმოქმედოს ინფორმირებულად და მიზანმიმართულად. ის კომპანიებს ეხმარება დროულად ამოიცნონ რისკები, გაანალიზონ ბაზრის ტენდენციები და მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული, სტრატეგიული გადაწყვეტილებები.
CFO-დან CVO-მდე ტრანსფორმაცია მოითხოვს ახალ აზროვნებას – ღირებულებაზე, მონაცემებზე და ხედვაზე დაფუძნებულ მიდგომას. BDO-ს CFO აუთსორსინგის KPIs-ების სისტემა ბიზნესისთვის სწორედ ამ მიდგომის ლოკალური, პრაქტიკული გამოხატულებაა. ის აერთიანებს გლობალურ გამოცდილებას ადგილობრივ რეალობასთან და ქმნის ნამდვილი ღირებულების საფუძველს.
(R)