სამხრეთ კორეული ავიაკომპანია Korean Air-ი აპირებს, Boeing Co-ს 103თვითმფრინავი შეიძინოს თავისი ფლოტის მოდერნიზებისა და ზრდის მხარდასაჭერად, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში Asiana Airlines-თან ოპერაციების ინტეგრირების პარალელურად.
Boeing-მა განაცხადა, რომ ეს იქნება ყველაზე დიდი შეკვეთა ფართოკორპუსიანი თვითმფრინავებისთვის, რაც კომპანიას ოდესმე მიუღია აზიური გადამზიდავისგან. შეკვეთა ასევე რეკორდული იქნება Korean Air-ისთვის.
ავიაკომპანია გეგმავს 20 777-9-ის, 25 787-10-ის და 50 737-10-ის, ასევე რვა 777-8 სატვირთო თვითმფრინავის შეძენას, ხოლო მიწოდება ეტაპობრივად 2030 წლის ბოლომდეა მოსალოდნელი.
