Jameson-ი, Admiral-თან თანამშრომლობით, სპორტულ კოსტიუმს შექმნის

ირლანდიური ვისკის Jameson-ის მწარმოებელი რეტრო სტილის სპორტულ კოსტიუმს ქმნის სპორტული ტანსაცმლის ბრენდის Admiral-თან თანამშრომლობით. ამის შესახებ Spirits Business წერს.
გამოცემის ცნობით, კოსტიუმი Jameson-ის საფირმო მწვანე ფერში გამოვა. მასზე ასევე იქნება Admiral–ისა და ვისკის მწარმოებლის სიმბოლოები და ლოგოები.
„Jameson-ის ფეხბურთისადმი ერთგულება წლების განმავლობაში სრულყოფილად ასახავს ადმირალის მისიას, იყოს საფეხბურთო კულტურის ცენტრში. ორივე ბრენდს აქვს მდიდარი ისტორია, რაც ახალ კოლექციას ნამდვილ საფეხბურთო სულს მოუტანს“, – ციტირებს The Spirits Business, Admiral-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელს თეო ჰამბურგერს.
rbc

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…