IT, HR, ტრენერებისა და ფინანსური სფეროს წარმომადგენლები გაერთიანებულ მსვლელობას კვლავ გმირთა მოედნის მიმართულებით მართავენ

IT, HR, ტრენერებისა და ფინანსური სფეროს წარმომადგენლები გაერთიანებულ მსვლელობას კვლავ გმირთა მოედნის მიმართულებით მართავენ.
რამდენიმე წუთის წინ ვარაზისხევის, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე გაერთიანებულ მარშს მარკეტერების, PR-სა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების მსვლელობაც შეუერთდა.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „საქართველო“, „გაიფიცე“.
ასევე, მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი.
აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი ს ჩატარებას ითხოვენ.
მსვლელობის პარალელურად, აქციის მონაწილეებს -ს რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება.
ასევე, დედაქალაქის მასშტაბით დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების რამდენიმე მსვლელობაც არის დაანონსებული.
ცნობისთვის, აქციები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.