IT სექტორი: საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და გვჯერა, აუცილებლად იქნება ევროპულ სახელმწიფოთა კავშირის თანასწორუფლებიანი წევრი

ჩვენ საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სფეროს წევრები, ვართ უახლესი პროგრესის შედეგად შექმნილი პროფესიის წარმომადგენლები და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პროგრესული და განვითარებული სამყაროს ნაწილად ყოფნა.

ვგმობთ,

  • აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებულ გადამეტებული ძალას,
  • უკანონო დაკავებებს,
  • დაშინებებსა და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებს,

რომლებიც განხორციელებულია დეფაქტო ხელისუფლების მიერ.

მიგვაჩნია, რომ

  1. უნდა გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული ჩვენი თანამოქალაქენი და
  2. საქართველოს მოქალაქეებს მოგვეცეს საშუალება
  • დემოკრატიული გზით,
  • ხელმისაწვდომობისა და ფარულობის უზრუნველყოფით,
  • ყოველგვარი ჩარევისა და ზეწოლის გარეშე,

ავირჩიოთ ჩვენი მომავალი.

საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და გვჯერა, აუცილებლად იქნება ევროპულ სახელმწიფოთა კავშირის თანასწორუფლებიანი წევრი.

სია განახლებადია, ხელის მოსაწერად ეწვიეთ ბმულს