უკრაინის სამხედრო ძალებმა რუსეთში, კურსკის ოლქში მექანიზირებული შეტევების ახალი ტალღა წამოიწყეს და ქალაქ სუჯას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის თავდაცვითი ხაზი გაარღვიეს და 5 კილომეტრის სიღრმეზე შეაღწიეს. ინფორმაციას ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.
“6 თებერვალს გამოქვეყნებული მასალა მიუთითებს, რომ უკრაინულმა ძალებს წინსვლა ჰქონდათ კახნოვკას სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში (სუჯას სამხრეთ-აღმოსავლეთით) და ჩერკსკაია კონოპელკას ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (სუჯას სამხრეთ-აღმოსავლეთით), ასევე, სუჯა-ობოიანის გზატკეცილზე. ამასთან, უკრაინულმა ძალებმა აიღეს კოლკამოვი (ჩერკსკაია კონოპელკას ჩრდილოეთ ნაწილში) და ფანასეიევკა (ჩერკსკაია კონოპელკას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში)”. – წერია ISW-ს ანგარიშში.
ISW-ს ცნობით, უკრაინის ძალებმა თავდასხმები განახორციელეს 30-დან 50-მდე ჯავშანმანქანის გამოყენებით და წარმატებას მიაღწიეს კურსკის ოლქის რამდენიმე სოფელში.
ამასთან, ISW რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ უკრაინის ძალებმა თავდასხმები რამდენიმე ტალღად აწარმოეს, რისთვისაც ორი მექანიზებული ბატალიონი გამოიყენეს.