ISW: რუსეთმა უკრაინაში კონვენციით აკრძალული ქიმიური იარაღი გამოიყენა

რუსულმა ძალებმა უკრაინელების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რაც საერთაშორისო კონვენციის დარღვევას წარმოადგენს, იტყობინება „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ [ISW].
23 დეკემბრის ანგარიშში ISW წერს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება მიზანმიმართულად მოხდა რუსული შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ქვეითების 810-ე ბრიგადის მიერ. ანალიტიკოსების ცნობით, ამის დასტურია თავად ბრიგადის ტელეგრამ-არხში გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც „ტაქტიკის რადიკალურ ცვლილებაზეა“ საუბარი. ამავე არხში გამოქვეყნებულია ვიდეო, რომელზეც დრონიდან უკრაინელთა პოზიციაზე ყუმბარის ჩაგდებას ასახავს.
ISW-ის ანალიტიკოსების განცხადებით, ვიდეოზე, როგორც ჩანს, ნაჩვენებია K-51 ტიპის აეროზოლის ყუმბარის გამოყენება, რომელიც შეიცავს ქლორბენზალმალონდინიტრილს, ანუ ცრემლსადენ გაზს, რომლის გამოყენებაც იკრძალება კონვენციით ქიმიური იარაღის შესახებ. ამ კონვენციის ხელმომწერია.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ იგივე იარაღი უკრაინელთა წინააღმდეგ რუსეთმა 2022-ის ნოემბერშიც გამოიყენა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა