ISW: ისრაელის წარმატება ხაზს უსვამს უკრაინის დაუცველობას რუსეთის რაკეტებისა და დრონების წინაშე

ის, რომ ისრაელმა შაბათს ღამით წარმატებულად მოიგერია ირანის მხრიდან გაშვებული დრონები და რაკეტები, ხაზს უსვამს უკრაინის დაუცველობას ს რაკეტებისა და დრონების თავდასხმების წინაშე. ამის შესახებ ლაპარაკია ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტთა მორიგ ანგარიშში.
მათი თქმით, ისრაელზე დარტყმები ანალოგიური იყო ახლახან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმებისა. რუსეთის ჯარები ახორციელებენ მსხვილ კომბინირებულ იერიშებს ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით, ასევე დრონებით.
ამასთან ირანის დარტყმები ნაკლებად წარმატებული იყო, ვიდრე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული იერიშები. ს საჰაერო თავდაცვამ თითქმის ყველა საჰაერო სამიზნე შეაკავა რამდენიმე ბალისტიკური რაკეტის გამოკლებით.
ირანის დრონებსა და რაკეტებს ათას კილომეტრზე მეტი მანძილი უნდა გაევლოთ ერაყის, სირიისა და იორდანიის საჰაერო სივრცეში, რამაც ისრაელსა და მის მოკავშირეებს რამდენიმე საათი მისცა სამიზნეების აღმოჩენის, დაკვირვებისა და დაჭერისთვის.
რაც შეეხება რუსეთის ჯარებს, ისინი უკრაინის წინააღმდეგ დრონებსა და რაკეტებს უშვებენ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან და რუსეთიდან, რაც საჰაერო თავდაცვას ძალზე ცოტა დროს აძლევს დარტყმების წარმატებულად მოსაგერიებლად.
ამავე დროს ისრაელს საჰაერო თავდაცვის მძლავრი სისტემა აქვს, ს კი ბევრად უფრო ფართო ფრონტზე უწევს დარტყმებისგან თავის დაცვა და მისი შესაძლებლობები იწურება.
უკრაინას არა აქვს საშუალება, განახორციელოს „ჰაერი-ჰაერი“ ტიპის გადატაცება, როგორც ამას აკეთებდნენ ისრაელი და მისი მოკავშირეები. გარდა ამისა, უკრაინის დიდი ტერიტორია ართულებს მჭიდრო საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნას, განსაკუთრებით -ის მხრიდან სამხედრო დახმარების შეფერხების ფონზე, ასკვნის ISW.

ასევე დაგაინტერესებთ